საგანგებო ბრიფინგზე რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რუსთავი 2 სიტყვის თავისუფლებას და არსებულ სარედაქციო პოლიტიკას დაიცავს, თუმცა ტელეკომპანიის გეგმებში რევოლუციური სცენარი არ შედის.
ნიკა გვარამია ბოლო დღეებში ტელეკომპანიის გარშემო დაძაბულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ტელევიზიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ რუსთავი 2–ს თავდაცვით რეჟიმზე გადასვლა, ხელისუფლების შეტევამ და სასამართლო პროცესების მიკერძოებულობამ აიძულა.
გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა პოლიტიკურ ძალებს, ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობისკენ მოუწოდა.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი.