20 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდეს - იუსტიციის სამინისტრომ ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო

მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა დღეიდან დაიწყო.

იუსტიციის სამინისტროში პროცესის დაწყების მოტივად უკრაინიდან მიღებულ იმ დოკუმენტს ასახელებენ, რომელშიც ოდესის გუბერნატორის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღება ოფიციალურად დასტურდება.

თეა წულუკიანს კიდევ ერთი განმარტების გაკეთება მას შემდეგ მოუწია, რაც საზოგადოების ნაწილმა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის დაწყება, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას დაუკავშირა.

წულუკიანის არგუმენტები არადამაჯერებელია მიხეილ სააკაშვილისთვის.

დღეს გამოქვეყნებულ მიმართვაში ოდესის გუბერნატორმა ხელისუფლების კონკრეტულ მიზნებზე ისაუბრა.

ნაციონალურ მოძრაონაში თვლიან, რომ მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

მიუხედავად იმისა, შეუწყდება თუ არა საქართველოს მოქალქეობა, მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიებას აგრძელებს.

ავტორები: თეონა ცხომელიძე. 

 

 

დღის ამბები