გამოქვეყნებული ფარული აუდიოჩანაწერების შესაძლო უკანონობაზე განცხადებები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააკეთეს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, ჩანაწერების უკანონობის დადგენის შემთხვევაში კონკრეტული პირები უნდა დაისაჯონ, ხელისუფლებას კი განმარტებების გაკეთება იმაზე მოუწევს, არის თუ არა შესაძლო დანაშაულთან ბრძოლის მეთოდი მისთვის, უკანონო მოსმენები.
საქართველოს მოქალაქეების ფარულად ჩაწერის შესახებ გამოძიების დაწყება დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომაც მოითხოვა. ორგანიზაციამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.
ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განმარტებები მოგვიანებით მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ გააკეთა. ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ ქართულმა მხარემ უკრაინას დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების თხოვნით უკვე მიმართა.
ავტორი: ანა წერეთელი