20 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიურ უწყებებთან შეხვედრა გაიმართა

315-ე მუხლით დაწყებული გამოძიება და ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები იყო განხილვის მთავარი თემა საგარეო უწყების ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე.

დიპლომატებს სამი უწყების წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ ამ ორ პროცესს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.

ელჩებს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ლევან იზორიამ მიაწოდა.

დღესვე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ნოტის გადასაცემად შეხვდა, რა შინაარსისაა ქართული მხარის მოთხოვნა, საგარეო უწყებას არ დაუკონკრეტებია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები