თბილისში, სურბ გევორქის საკათედრო ტაძრის ხელახალი კურთხევისა და გახსნის ცერემონია საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. აქციას ადგილობრივი და სომხეთიდან ჩამოსული მოქალაქეები მართავდნენ.
აქციის მონაწილეები ეკლესიის ეზოს შესასვლელთან, ჭიშკრის მიღმა იყვნენ. მათ მოტანილი ჰქონდათ სომხეთის პრეზიდენტის გადახაზული ფოტო.
ეკლესიის გახსნის ცერემონიას საქართველოში ვიზიტად მყოფი სერჟ სარგსიანიც ესწრებოდა. აქ იყო საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც.
აქციის მონაწილეები სომხეთში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმას აპროტესტებდნენ.