20 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
მარშალ გელოვანის გამზირზე ხიდი 2 დღეში გაიხსნება

მარშალ გელოვანის გამზირზე მდინარე დიღმულაზე მდებარე ხიდის რეკონსტრუქცია სრულდება.

რეაბილიტაციის ბოლო ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება. ობიექტი ექსპლუატაციაში 2 დღეში შევა.

სამუშაოები თბილისის მერმა დაათვალიერა.

"ხიდი იყო ძალიან დაზიანებული, აქედან გამომდინარე მოხდა მთლიანად ხიდის აღდგენა, გამოიცვალა როგორც საყრდენი ნაწილი, ასევე ზედა საფარის დაგების სამუშაოებიც ჩატარდა. ხიდი უახლოეს 2 დღეში გაიხსნება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღის ამბები