ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით საქართველოში ორივე მაჟორიტარულ ოლქში როგორც საგარეჯოში ასევე მარტვილში მმართველი გუნდის წარმომადგენლები ლიდერობენ.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად საგარეჯოში ამ დროისთვის დათვლილი ხმების შედეგები გადანაწილდა ასე - ირმა ინაშვილი 45,83 - თამარ ხიდაშელი 49,05%
რაც შეეხება მარტვილს აქ მმართველი გუნდის წარმომადგენელი მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობს. სოსო დანელიამ დათვლილი ხმების 72,54% მოიპოვა, რაც შეეხება ირმა ინაშვილის თანაგუნდელ ეთერ მეძველიას მან ხმების 27,45% აიღო.
ცესკო-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, რომ დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა არ იგეგმება და ვერც დაიგეგმებოდა, რადგან კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს. როგორც ცესკო-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიებში განიხილება შემდეგ კი სასამართლოში.
შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოქვეყნებულია ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.