მხოლოდ გამთენიისას მოხერხდა პოლიციის დახმარებით უჯარმის საარჩევნო უბანზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგების გადატანა საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიაში.
მანამდე შენობა თითქმის 5 საათის განმავლობაში პატრიოტთა ალიანსის ლიდერისა და მისი მხარდამჭერების მიერ იყო პიკეტირებული.
ისინი უჯარმის 13-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობდა, ღამით მიიჭრნენ. ირმა ინაშვილი მომხრეებთან ერთად ამ კონკრეტული უბნისა და მუხროვანის სამხედრო ნაწილის სპეც-უბანის მონაცემების ბათილად ცნობას ითხოვდა.
მისი მტკიცებით არჩევნები გაყალბდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილებმა ადგილზე მისულ მუხროვანის საარჩევნო კომისიის თავმჯდოარმეს შენობაში შესვლის უფლებაც არ მისცეს.
ირმა ინაშვილის და მისი მომხრეების განცხადებებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გამოეხმაურა, თავდაცვის მინისტრი გურჯაანში იმყოფებოდა. მისი განცხადებით "გაუგებარია ისტერიკა" რომელსაც ინაშვილის მომხდეები იჩენენ.