კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მარტვილში გამარჯვებას ზეიმობს. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, აქ სოსო დანელიამ გაიმარჯვა.
საარჩევნო კომისიამ მარტვილის ოლქის ყველა საარჩევნო უბანზე ბიულეტენების დათვლა დაასრულა. ოფიციალური ინფორმაციით, სოსო დანელიას ამომრჩეველთა 72,54 %-მა დაუჭირა მხარი, პატრიოტთა ალიანსის კანდიდატს, ეთერ მეძველიას კი ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა 27,45 %-მა.
ქართული ოცნების წარმომადგენელი სოსო დანელია ამბობს, რომ ის მომდევნო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას და მოიპოვებს კიდევ ერთ გამარჯვებას.