20 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
"ჯენტრიფიკაცია კლავს ქალაქს, მთავრობა ჩვენ ნაგვად აღგვიქვამს,"-პარტიზანი მებაღეების აქცია თბილისში

"არა პანორამა - თბილისს" - ამ სახელწოდების აქცია-მსვლელობა იწყება ამ წუთებში აბანოთუბნის ტერიტორიიდან ორბელიანის მოედნის მიმართულებით.

აქციას ორგანიზაცია პარტიზანული მებაღეობის წევრები მართავენ. პანორამა-თბილისის გარდა შეკრებილები მირზა შაფის მშენებლობასაც აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ დაგეგმილი სამუშაოები დედაქალაქის ისტორიულ ნაწილს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

თეატრალიზებულ აქციაზე პარტიზანმა მებაღეებმა სიმბოლურად ნარჩენებისგან დამზადებული კონსტუქცია მიიტანეს.  როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ ქალაქგეგმარებით რუქაზე გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა ჯენტრიფიკაციამ, რომელიც ძველი უნბებიდან მოსახლეობის გასახლებას და ფართების კომერციულად გაყიდვას ითვალისწინებს. 

"ქალაქგეგმართებით რუქაზე იყო გამოცხადებული რომელშიც გაიმარჯვა ჯენტრიფიკაციამ. ეს ითვალისწინებს ძველი უბნებიდან მოსახლეობის გასახლებას და მის კომერციულად გაყიდვას. ეს პროექტი დამარცხდა ყველა  ცივილურ ქვეყანაში და აღიარეს რომ ეს კლავს ქალაქს. მთავორბა ჩვენ ნაგვად აღგვიქვამს და გეგმავს ჩვენს გასახლებას,"- განაცხადა აქციის მონაწილე ნატა ფერაძემ. 

 

 

დღის ამბები