პარლამენტს ირჩევენ დღეს აზერბაიჯანში. ხმის მიცემის პროცესი ქვეყანაში დილის 08:00 საათზე დაიწყო. 125 ადგილიან მილი მეჯლისში მოსახვედრად 767 კანდიდატი იბრძვის.
აქედან ნახევარზე მეტი პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, დანარჩენები კი დამოუკიდებელი კანდიდატები არიან.
სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ საარჩევნო უბნებზე ვებკამერებიც დაამონტაჟა.
დაშვებულია ეგზითპოლების ჩატარებაც - პროცესს 4 ადგილობრივი ორგანიზაცია და ორი უცხოური კომპანია უზრუნველყოფს.