რუსთავი 2-ზე ნიჭიერი ბრუნდება. ხვალიდან ყოველ ორშაბათს 22:00 საათზე მეგაშოუ განსხვავებული ფორმატით გავა ეთერში. გასული სეზონებისგან განსხვავებით წელს მონაწილეებს ჟიურის 5 წევრი შეაფასებს გამარჯვებულს კი კვლავაც საქართველოს მოსახლეობა
გამოავლენს.
ჟიურის წევრები კვლავ იქნებიან რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი და მსახიობი ია ფალურავა, რეჟისორი ლევან წულაზე. მათთან ერთად ჟიურის წევრი იქნება მსახიობი რუსკა მაყაშვილიც.
მეგაშოუში მონაწილეებს კულისებიდან კვლავ ვანიკო თარხნიშვილი და გიორგი ყიფშიძე გაამხნევებენ.
ნიჭიერის პირველი რამდენიმე გადაცემა ჩანაწერის სახით გავა ეთერში. შესარჩევი კონკურსის დასრულების შემდეგ კი ლაივ კონცერტები დაიწყება. თქვენ წინ ბევრი ლამაზი სანახაობა და ნიჭიერი ადამიანები გელოდებათ.
ავტორი: თაკო მესხი