ევროპარლამენტმა გასულ კვირას საქართველოს მისამართით ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული განცხადება გაავრცელა. განცხადებაში შეშფოთება იყო გამოთქმული რუსთვი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესზე, სიძულვილის ენაზე ქართულ პოლიტიკაში და სტალინიზმთან დაკავშირებით.
განცხადებას ხელს ევროპარლამენტის 4 მსხვილი ევროპული პარტიის წარმომადგენლები აწერენ ხელს. ისინი საქართველოს ევროპულ გზას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.
ეჭვი ამის შესახებ შესაძლოა მას შემდეგაც გაღრმავდა, რაც საქართველომ გაზპრომთან მოლაპარაკებები განაახლა. ევროპა რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს საქართველო კი პირიქით.
ევროპარლამენტის ღია და კრიტიკულ წერილში საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის შესახებაც არის საუბარი და ყოფილი თანამდებობის პირების პატიმრობის შესახებ საუბრობენ.
ევროპარლამენტი ასევე კითხვის ნიშნებს ხედავს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, მაგრამ გასული შემთხვევების მსგავსად საქართველოს მთავრობა და მმართველი გუნდი კრიტიკას არ იზიარებს.
ავტორი: ეკა ქადაგიშვილი