რუსთავი 2-სა და TV საქართველოს იურისტების საპაექრო სიტყვით გაგრძელდება დღეს საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში. დღესვე ისინი ახალ შუამდგომლობებს დააყენებენ.
ამის შემდეგ მხარეებს რეპლიკების უფლება ექნებათ და მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავა. დღეს გამოაცხადებს მოსამართლე ურთმელიძე გადაწყვეტილებას თუ ამისთვის რამდენიმე დღე დასჭირდება, ეს პროცესის დასასრულს გაირკვევა.
ჯერ-ჯერობით ასევე უცნობია მიიღებს თუ არა მოსამართლე დაუყოვნებლივი აღსრულების გადაწყვეტილებას.
დღევანდელი პროცესი 11 საათზეა ჩანიშნული.