20 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
დღეს საზოგადოებრივი საბჭო პირველ შეხვედრას გამართავს

დღეს პირველ შეხვედრას გამართავს საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც გააკონტროლებს რუსთავი 2-ის პოლიტიკას. მასში შემავალი არსამთავრობო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ, დაცული იყოს არხის სარედაქციო პოლიტიკა, პოლიტიკური ზეგავლენისგან.

საბჭო იფუნქციონირებს არხის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში და მისცემს მას რეკომენდაციებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულებით. იქნება დავების განმხილველი მეორე ინსტანციის ორგანო, რომელიც გამოავლენს დარღვევებს და ამ დარღვევების აღმოფხვრის რეკომენდაციებს გასცემს.

დღის ამბები