20 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
მოსამართლემ რუსთავი 2-ის ადვოკატებს ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვაზე უარი უთხრა

რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს დღეს საქალაქო სასამართლოში. მოპასუხე მხარის ადვოკატები ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის მოწმის სახით დაკითხვა მოითხოვეს. თუმცა, მოსამართლემ რუსთავი 2-ის ადვოკატებს ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვაზე უარი უთხრა.

რუსთავი 2-ის ადვოკატების განმარტებით, მათ, განსაკუთრებით, კი ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ აქვს დაფიქსირებული, რომ ზუსტად იცის ქიბარ ხალვაშთან ერთად, თუ რა მოხდა მაშინ, როდესაც ხალვაშმა გაასხვისა წილები.  

ამ წუთებში პროცესზე 5 წუთით შესვენება გამოცხადდა. 

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია მოპასუხე მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას აბსურდულს უწოდებს.  

დღის ამბები