20 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უარყოფით გავლენას იქონიებს ბიზნესზე", - თეა წულუკიანი

"საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, ვშიშობ, ძალიან უარყოფით გავლენას იქონიებს ბიზნესზე, ბანკებზე, რომლებსაც აღარ შეეძლებათ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციონ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ასევე, ზოგადად ტრანზაქციებისთვის და კერძო სექტორისთვის ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა", - ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის იურისტების სარჩეილის წარმოებაში მიღების საკითხს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სხვა მხრივ, ამ გადაწყვეტილებაში აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის საგანგაშო არაფერი არ ხდება.

"ამ გადაწყვეტილებით, თუ ამ გადაწყვეტილების გარეშე, რუსთავი 2 იყო, არის და იქნება ჩვენთან ერთად. აქედან გამომდინარე, ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება ვერაფერს ცვლის", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. 

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეაჩერა გადაწყვეტილების მიღებამდე.

დღის ამბები