20 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
"დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაარჩინა ქვეყანაში დემოკრატია", - ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ნიკა გვარამიამ ამ არხის იურისტების სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე სპეციალური ბრიფინგი გამართა.

"დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაარჩინა ქვეყანაში დემოკრატია და სრულიად დაუკარგა შინაარსი მოსყიდული ზონდერ მოსამართლის ურთმელიძის გადაწყვეტილებას, როგორიც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა განეხორციელებინა ელვისებური რეიდერული აღება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის - ვერ შედგა. ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო და სამართლებრივი რესურსები იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ კომპანიისთვის და მანამდე ვიყოთ აქ, კომპანიაში და ვაკეთოთ ის საქმე, რომელსაც ვაკეთებთ ამ ქვეყანაში ყველაზე უფრო კეთილსინდისიერად და ხარისხიანად.

"ჩვენ შევასრულეთ მთავარი ამოცანა - საქართველოს ტელემაყურებელს შევუნარჩუნეთ სიმართლის ხმა. ამიერიდან, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზეც, რადგან, სამართლებრივად როგორ შეგვიძლია ომი ხელისუფლებასთან, ჩვენ ამას უკვე ვაჩვენებთ ყველას და ეს უკვე ნახა საქართველოს მოსახლეობამ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი არის ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენ მომაკვდინებელი დარტყმა მივაყენეთ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენი აზრით, გადავარჩინეთ ქართული დემოკრატია.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ერთადერთო ფუნქციონირებადი დემოკრატიული ინსტიტუციაა ამ ქვეყანაში და რომელმაც, თავის თავზე აიღოს საქართველოში დემოკრატიის გადარჩენა," - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

არხის გენერალურმა დირექტორმა ასევე მადლობა გადაუხადა კომპანიის იურისტებს და მაყურებელს.

„მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს, რომელიც ყოველდღიურად და ყოველწუთიერად გვიჭრეს მხარს, ჩვენ ამას ძალიან კარგად ვგრძნობთ.

ჩვენ არცერთი წამით არ შევწყვეტთ წინააღმდეგობას, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ კომპანიას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ დარჩეს ძალაში და რუსთავი 2 ისევ ეკუთვნოდეს იმ ადამიანებს, ვინც მას კანონიერად ფლობს დღეს და რაც მთავარია, ისევ ეკუთვნოდეს ქართველ ხალხს და მის საყვარელ ტელემაყურებელს.

"ყველას გილოცავთ, ჩვენი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის, სიმართლე ჩვენს მხარესა არის და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გადავარჩენთ ქვეყნის დემოკრატიასაც," - აღნიშნა ნიკა გვარამიან. 

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეაჩერა გადაწყვეტილების მიღებამდე. 

დღის ამბები