შორაპნის მაჟორიტარი დეპუტატი სამართალდამცველებმა წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
სწორედ მისი ინიციატივით დადგეს გუშინ მეორე მსოფლიო ომის მემორიალურ დაფასთან საბჭოთა ბელადის ძეგლი, დღეს კი კობა გოჩალეიშვილი, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს მისი დემონტაჟის უფლებას არ აძლევდა.
მაჟორიტარის დაკავების შემდეგ სტალინის ძეგლის დემონტაჟი დაიწყო, რასაც ზოგიერთი ადგილობრივის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
სტალინის ძეგლის დადგამა დღეს ოპოზიციამ გააკრიტიკა. ნაციონალურ მოძრაობაში პასუხისმგებლობას მთლიანად მთავრობას აკისრებენ. მმართველ გუნდში კი პოლიტიკურ სპეკულაციაზე საუბრობენ.
ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, ედიშერ მუშკუდიანი, ეკატერინე ბუცხრიკიძე.