25 მარტი 2025,   15:10
ვრცლად
"პარტიულ ზონდერჯგუფებს სპეცსამსახურებისგან წინასწარ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია, რომელ ავიარეისს უნდა დახვედროდნენ და მათთან კოორდინაციაში მოქმედებდნენ" - ბერდია სიჭინავა აეროპორტის ინციდენტზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასა და ჩვენს თანაგუნდელ, ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, წინასწარ მომზადებული პარტიული ზონდერ ჯგუფები დაახვედრა, რომლის აგრესიასაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელს უწყობდა ადგილზე მყოფი პოლიცია", - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

      მისივე თქმით, აღნიშნული ჯგუფს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, თუ თვითმფრინავის რომელ რეისს უნდა დახვედროდნენ.

      "საგულისხმოა, რომ პარტიულ ზონდერ ჯგუფებს სპეცსამსახურებისგან წინასწარ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია, რომელ ავიარეისს უნდა დახვედროდნენ და მათთან ერთად კოორდინაციაში მოქმედებდნენ.

      ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვპირდებით მას, რომ აუცილებლად გაიგებს მიუნხენის კონფერენციის შედეგებს", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

      ცნობისთვის, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი პარტიის ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელიც მიუნხენის კონფერენციიდან თბილისში ბრუნდებოდა, აეროპორტში ორგანიზებული ჯგუფის წევრები დაახვედრეს, რომლებიც მას შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ და კვერცხები ესროლეს.

      ვიდეომასალა რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ სოციალურ ქსელით გაავრცელა. თბილისის აეროპორტში გახარიასთან ერთად, იმყოფებოდა მისივე თანაგუნდელი ელგუჯა ხოკრიშვილი.

      დღის ამბები
      მეტი