20 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
კონტრდაზვერვის დეპარტამენტში თემურ ჯანაშიას, სოფო ნიჟარაძეს და ნიკა გვარამიას იბარებენ

ყოფილი პრეზიდენტის დაცვის უფროსს თემურ ჯანაშიას ელოდებიან დღეს კონტრადაზვერვის დეპარტამენტში.

მანამდე უწყებაში მისვლას რუსული წარმომავლობის უკრაინულ საიტზე გუშინ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მოუწევს სოფო ნიჟარაძესაც.

ხვალ კი კონტრადაზვერვის დეპარტამენტში ნიკა გვარამიაა დაბარებული.

ჯანაშია მის დაბარებას აბსურდულს უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოში მისვლას გეგმავს.

„ჩემთვის ძალიან გასაოცარია, როდესაც მე, სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს, მიბარებენ სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებულ საქმეზე,“ - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

დასმული კითხვებისთვის პასუხის გასაცემად მზად არის სოფო ნიჟარაძეც - ის ამტკიცებს, რომ გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერი მასსა და საქართველოს ექსპრეზინდეტს შორის დამონტაჟებულია.

 

დღის ამბები