20 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ - სასამართლო პროცესი განახლდა

ტელეკომპანია საქართველოს ადვოკატების საპაექრო სიტყვით განახლდა საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის პროცესი. 

ტელეკომპანია საქართველოს ადვოკატმა დიმიტრი ძაგნიძემ განაცხადა, რომ თავიდნვე გაურკვველი იყო სამართლებრივი საფუძვლები, რასაც სარჩელი ეფუძნება. მისი თქმით. ქართულ მართლმსაჯულებას ასეთი ფარსირებული განხილვა არ ახსოვს.

"ამ საქმეს კავშირი არ აქვს შელახული საკუთრების აღდგენასთან. ის მიმართულია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ და მისი, ვითომ, ხალხის სამსახუში ჩასაყენებლად", - განაცხადა ძაგნიძემ.

დიმიტრი ძაგნიძესთან ერთად საპაექრო სიტყვას წარმოთქვამს ზაზა ბიბილაშვილიც. რომელიც ამბობს, რომ მოსამარლემ ხალვაშის იურისტების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად "სამართლებრივი რევოლუცია უნდა მოაწყოს". 

რუსთავი2-ისა და ტელეკომპანია საქართველოს იურისტების განცხადებებს პაატა სალიამ სხდომის დაწყებამდევე უპასუხა და აღნიშნა, რომ სარჩელში არის მტკიცებულებები, რაც იძლევა საფუძველს, რომ მათი მოთხოვნა დაყკმაყოფილდეს. 

საპაექრო სიტყვის შემდეგ ორივე მხარეს რეპლიკების წარმოთქმის საშუალება ექნება. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ პროცედურული საქმეები ამით დასრულდება და მოსამართლეც გადაწყვეილების მისაღებად გავა.

რა დრო დასჭირდება ვერდიქტის გამოტანას - ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. იურისტები საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებასაც აფასებენ.

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე, დავით ქაშიაშვილი

დღის ამბები