20 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
აშშ-ის ელჩი საქართველოში სასამართლოსა და მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესის გამჭვირვალობისა და გასაჩივრების უფლების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში.

სასამართლოსა და მედიის თავისუფლების მნიშვნელობას იან კელიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

"შეერთებულ შტატებს სწამს, რომ მედიისა და სასამართლო სისტემის თავისუფლება ძალზედ მნიშვნელოვანი ღირებულებაა. ამიტომ, მე ზოგად კომენტარს გავაკეთებდი. ვფიქრობ, მთავარი მიზანი არის ის, რომ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ რუსთავი 2-ის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს. ამ მხრივ გასაჩივრებისა და აპელაციის პროცესი სათანადოდ იქნება უზრუნველყოფილი, რაც თავისთავად დადებითი მომენტია", - განაცხადა იან კელიმ. 

დღის ამბები