20 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
„ამ საქმეში არაფერია გარდა ქიბარ ხალვაშის განცხადებებისა და ორი ფურცლისა“, - ზაზა ბიბილაშვილი

"ღია კარს ვამტვრევთ", - ეს განცხადება რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესზე ზაზა ბიბილაშვილმა გააკეთა. მან მოსამართლეს მიმართა და თქვა, რომ სასამართლოს ეს საქმე წარმოებაში არ უნდა მიეღო.

„ფაქტობრივად, ცირკში ვართ ახლა. რაზეც ჩვენ ეხლა ვლაპარაკობთ, იმდენად აშკარაა, იმდენად შავ-თეთრია, შეურაცხმყოფელიც კი უნდა იყოს თქვენთვის, რომ ამას 37 საათს ანდომებთ ამის გადაწყვეტას. ამ საქმეში არაფერი არ არის ქიბარ ხალვაშის განცხადებებსა და მისი კომპიუტერიდან ამობეჭდილი ორი ფურცლის გარდა“, - აღნიშნა ბიბილაშვილმა.

დღის ამბები