20 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
მეგაშოუ "ნიჭიერის" გუნდი სოციალურ ქსელში მიმდინარე აჟიოტაჟს ეხმაურება

მეგაშოუ "ნიჭიერის" გუნდი სოციალურ ქსელში მიმდინარე აჟიოტაჟს ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გვინდა, გამოვეხმაუროთ ჟანა წითულაურის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს. როგორც მისი მეგობარი აცხადებს, ჩვენს თანამშრომელს ჟანა უნახავს ბანკში და შემდეგ მოიყვანა "ნიჭიერში."

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჟანა წითულაური თავისი ფეხით მოვიდა ნიჭიერის პრეკასტინგზე.

უფრო დეტალურად: "ნიჭიერის" პრეკასტინგების დროს, ის სავარაუდოდ იმყოფებოდა "რუსთავი 2"-ის რომელიღაც გადაცემის ჩაწერაზე დამსწრეს სტატუსით და იქიდან გამოსულმა გაიგო "ნიჭიერის" პრეკასტინგის შესახებ, შემდეგ კი დაცვას ჰკითხა, სად უნდა მოსულიყო. კოორდინატორმა მიასწავლა ადგილი, სადაც ტარდებოდა პრეკასტინგი, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე.

პრეკასტინგზე მოსულმა ჟანამ განაცხადა, რომ ის არის მომღერალი, მოდელი, მოცეკვავე და დიზაინერი და თავისივე სურვილით მიიღო მონაწილეობა "ნიჭიერში", როგორც მომღერალმა.

რაც შეეხება რეპერტუარს, საბოლოო სიტყვა ყოველთვის ეკუთვნის კონკურსანტს, რა სიმღერას შეასრულებს ან საერთოდ, მიიღებს თუ არა მონაწილეობას პროექტში,"- ნათქვამია განცხადებაში. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები