საქართველოში ეროვნული ვალუტის ბანკნოტები იცვლება. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა 20, 50 და 100 ლარიანის ახალი კუპიურები წარუდგინა ჟურნალისტებს, თუმცა ცნობილია, რომ შემუშავებულია ასევე 5 და 10 ლარიანი კუპიურების ახალი დიზაინიც, რომელიც საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ახალი ბანკნოტების დამზადებისთვის დამატებითი თანხა არ დახარჯულა. ოფიციალური ინფორმაციით კუპიურები მიმოქცევაში 2016 წლიდან ჩაეშვება და მისით ძველი და უკვე გაცვეთილი კუპიურები ჩანაცვლდება.
აღსანიშნავია, რომ ახალ ბანკნოტებს ხელს მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აწერს. ქადაგიძე ამბობს, რომ ეს კანონის დარღვევა არ არის.
ეკონომისტების დიდი ნაწილი მიესალმება ახალ ბანკნოტებს, უცხოელებს კი მიაჩნიათ, რომ ეს ცვლილება ადრე უნდა მომხდარიყო.
ბანკნოტები უფრო დიდი ზომისაა და მათზე დატანილია ახალი ორნამენტები და ფერები.
ავტორი: ნატა მახვილაძე.