20 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას "რუსთავის 2"-ის იურისტები გაასაჩივრებენ

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გასაჩივრებას გეგმავს რუსთავის 2-ის დაცვის მხარე. მათი განცხადებით, ზემდგომ ინსტანციას გადაწყვეტილების ჩაბარებისთანავე მიმართვენ.

მოსამართლემ ქიბარ ხალვაშის 7 პუნქტიანი სარჩელიდან ორი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბიზნესმენს რუსთავი 2-ის 100 პროცენტიანი წილი გადაეცა.

ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, ადვოკატების განმარტებით, ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის მფლობელად ჯერ ვერ ჩაითვლება. ანალოგიური გადაწყვეტილება ზემდგომმა ინსტანციებმაც უნდა მიიღონ.

სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები პროცესების მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ დასრულებას უკანონოდ აფასებენ.

დღის ამბები