20 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლოს გამოტანილ გადაწყვეტილებას მესამე სექტორი ეხმაურება

რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლოს გამოტანილ გადაწყვეტილებას ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ, მესამე სექტორი ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ ზემდგომი ინსტანციების გადაწყვეტილება არ გააჩენს დამატებით კითხვებს.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებლის ელენე ხოშტარიას შეფასებით, სახელმწიფომ გადაწყვიტა სამართლებრივი ველიდან გასვლა და საზოგადოებასთან და ტელევიზიასთან უკანონო გზით ურთიერთობა.

„ამ პროცესს არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

არასამთავრობოთა აზრით, შექმნილი ვითარების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს დაუყოვნებლივი აღსრულების საფრთხე.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები