გუშინ გმირთა მოედნსა და თამარაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი გზა გაიხსნა. მოძრაობა ასევე შესაძლებელია მდინარე დიღმურას ხიდზეც.
ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერის თქმით, ინტენსიური სამუშაოების ჩატარების შედეგად, ქუჩა დაგეგმილზე ერთი თვით ადრე გაიხსნა.
შეგახსენებთ, რომ ქუჩის ეს მონაკვეთი 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა.
„საკმაოდ ინტენსიური მუშაობის შედეგად, გუშინ გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი გზა გაიხსნა, ისვე როგორც გაიხსნა მოძრაობა მდინარე დიღმულაზე. შესაბამისად, ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენ ერთი თვით ადრე დავასრულეთ ეს სამუშაოები. ეს განტვირთავს მოძრაობას ამ უბნებში,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერის თქმით, 2016 წელს დაგეგმილია რამდენიმე მნიშნელოვანი პროექტი ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, რომელიც ქუჩების განტვირთავს და სირთულეების თავიდან აცილებას უკავშირდება.
„თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქეებისთვის ქალაქში ცხოვრება იყოს კომფორტული,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.