ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების წყაროს დაბლოკვის აუცილებლობაზე საუბრობს სახალხო დამცველი.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ დამდგარა.
ომბუდსმენი გამოძიების ეფექტურ მუშაობასაც ითხოვს.
"სამწუხაროდ დღემდე, რაიმე კონკრეტული შედეგი გამოძიების არ არსებობს. ეს სამწუხაროდ ხელს უწყობს იმას, რომ გრძელდება პროცესი. მოხდეს შემოწმება არის თუ არა ავთენტური ეს ჩანაწერები, ასევე როგორ მოხდა მათი გავრცელება", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.