ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევიდან ერთი თვის თავზე ფეხბურთის ფედერაციაში საკადრო ცვლილებებია. დღეს აღმასკომის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება და თანამდებობიდან გაათავისუფლეს ვიცეპრეზიდენტი გიორგი ფირცხალავა.
გარდა ამისა თანამდებობა დატოვა გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, თბილისში ამბობენ, რომ კახაბერ ებრალიძემ ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით გააკეთა. უახლოეს პერიოდში კი კიდევ ერთი აღმასკომის სხდომა გაიმართება შემდეგ კი რიგგარეშე ყრილობა ჩატარდება.