5 დღის წინ, ქარელის რაიონის სოფელ დვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დაკავებული 2 ქართველი, უკვე გათავისუფლებულია.
როგორც კუკური მაჭახაშვილი და დავით მინდიაშვილი ყვებიან, ოკუპანტებმა ისინი მაშინ დააკავეს, როცა საქონელს მწყემსავდნენ.
დაკავებულები ჯერ რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს, შემდეგ ცხინვალის ციხეში, საიდანა ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.