20 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
ნიკა გვარამიამ 5 საათიანი დაკითხვის შემდეგ სუს-ის შენობა დატოვა

ნიკა გვარამიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე წუთის წინ დატოვა. 

"ხმა ჩემია, მაგრამ ჩემი აზრით ეს არის დამონტაჟებული საუბარი. ერთადერთი რისი დადასტურებაც შემიძლია თემურ ჯანაშიასთან დაკავშირებული თხოვნაა იმიტომ, რომ ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შემიძლია პირადი დაცვის საკითხებზეც ვესაუბრო. სააკაშვილი გვაკავშირებს ჩვენ მისი მეშვეობით ვიცნობთ ერთმანეთს. საუბარიც შედგა, მაგრამ დაცვა არ ამიყვანია რადგან საბოლოო ჯამში არ ჩავთვალე საჭიროდ,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ დაკითხვის შემდეგ. 

სამაუწყებლო კომპანიის დირექტორი სუს-ში დღის 12:00 საათზე გამოცხადდა. გვარამიას 5 საათიან დაკითხვაზე სამართალდამცველები შეკითხვებს 2 დღის წინ გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით უსვამდნენ, რომელშიც ის ის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ესაუბრება.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გავარამია 315-ე მუხლით აღძრულ საქმეზე დაკითხვაზე უკვე მეორედ დაიბარეს.   

დღის ამბები