მულტიპლიკაციურ სერიალს ქერის უბანს ახალი გმირი ჰყავს. ძველ და უკვე კარგად ნაცნობ გმირებთან ერთად მალე სერიალში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოჩნდება.
სამაუწყებლო კომპანიის დირექტორი საკუთარ გმირს თავად გაახმოვანებს. გახმოვანების პროცესი უკვე დაწყებულია და ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის დუბლირების სტუდიაში ხმას წერს.
გრაფიკულმა დიზაინერებმა უკვე დაამზადეს ახალი გმირის 3D ვერსიაც.
ქერის უბის შემოქმედებითი ჯგუფი დამატებით დეტალებს არ ახმოვანებს.