სახალხო დამცველი ეჭვობს, რომ გალის სკოლებში 6 წელიწადში ქართული ენა სრულად აიკრძალება. უჩა ნანუაშვილმა სპეციალური ანგარიში მოამზადა, რომელიც აფხაზეთის დეფაქტო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ეხება.
ხაჯიმბას რეჟიმის გადაწყვეტილებით, 2015-2016 სასწავლო წელს გალის რაიონის ყველა დაწყებითი კლასის მოსწავლემ (1-4 კლასი) სწავლა რუსულად, რუსეთის ფედერაციაში გამოცემული სახელმძღვანელოებით დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მშობლიური ენის ნაცვლად რუსული ენის სწავლა 5 ათასამდე მოსწავლეს უწევს, ქართულს, უცხო ენის სტატუსით, მე-5-დან მე-11 კლასის ჩათვლით მხოლოდ რამდენიმე საათი ეთმობა.
სასკოლო პროგრამებიდან მთლიანად ამოღებულია საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილები.
ავტორები: ნატა მახვილაძე, მამუკა ჯანაშია, გიორგი ბოჟაძე.