საქართველოს კანონმდებლობით უკანონო ჩანაწერები, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის მტკიცებულებად არ მიიღება, თუმცა ამის მიუხედავად გამოძიება ერთ–ერთი მძიმე მუხლით მაინც არის დაწყებული.
უცნობია, მიმართა თუ არა მსგავსი ნებართვისთვის უსაფრთხოების სამსახურმა სასამართლოს, რომლის თანხმობის გარეშე მიყურადება უკანონოა.
ფარული მიყურადებისთვის სასამართლო ნებართვის აუცილებლობაზე საუბრობს იუსტიციის მინისტრი და განმარტავს, რომ მტკიცებულების კანონიერება არა ადვოკატის ან ძალოვანი უწყების, არამედ სასამართლოს დასადგენია.
დამატებით განმარტებებს ითხოვს სამოქალაქო სექტორი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაწყებულიყო, თუმცა აუცილებელია, ხელისუფლებამ მათი ჩაწერის, გავრცელების გზები და სხვა ოპერატიული ინფორმაციის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დროულად მიაწოდოს.
315-ე მუხლით გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 ოქტომბერს დაწყო. შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად - ამ მუხლითვე გამოძიება ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ჯერ კიდევ ალექსანდრე ჭიკაიძის მინისტრობის დროსაც მიმდინარეობდა, თუმცა ძიებას შედეგი არ მოჰყოლია.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი