საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი და საქართველოს პოლიციის აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი, უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსად დაინიშნა. ხატია დეკანოიძე ამ პოსტზე უკრაინის შს მინისტრმა არსენი ავაკოვმა წარადგინა. დეკანოიძის კანდიდატურა უკვე დაამტკიცა უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა.
"ჩემი მრჩეველი და ერთ ერთი საუკეთესო კადრი რეფორმების გუნდში და ახლა უკვე ეროვნული პოლიციის უფროსი. ახლახანს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა ჩემი შეთავაზება, მოხარული ვარ. უკომპრომისო რეფორმები ხატიასთან ერთად გაგრძელდება ინტენსიურად" წერს სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე უკრაინის შს მინისტრი.
ხატია დეკანოიძე უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს. პეტრე პოროშენკოსთან შეხვედრის ამსახველი ფოტომასლა, უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა სვიატოსლავ ცეგელკომ TWITTER- ზე გაავრცელა.