ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანასა და პენსიის ზრდის რეალური შესაძლებლობის გამოყენებას მოითხოვს.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში საკმარისი რეზერვია იმისთვის, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს. ამისთვის წელიწადში 420 მილიონი ლარია საჭირო.
„როცა საქართველოში ოჯახების მასობრივი გაღატაკება მიმდინარეობს, ივანიშვილი და მისი მთავრობა უნდა ვაიძულოთ, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს, რისი რეზერვიც ბიუჯეტში დღესაც არსებობს,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
პარტია 2016 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტში შესაბამისი ცვლილებების შეტანას მოითხოვს.