20 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
რომეო საჯაიამ სუს-ის შენობა დატოვა

ადვოკატი რომეო საჯაია რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ სუს-ის შენობიდან გამოვიდა. ამ წუთებში ის ჟურნალისტებს კომენტარს აძლევს. 

შეგახსენებთ, რომ საჯაია დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმ აუდიოჩანაწერების გამო იკითხებოდა, რომელიც გუშინ გავრცელდა და ასახავდა მისი და დათა ახალაიას საუბარს. 

დაკითხვაზე შესვლამდე საჯაიამ ჩანაწერებს ფაბრიკაცია უწოდა და განაცხადა, რომ მას მართლაც აქვს ხშირი კავშირი დათა ახალაიასთან, თუმცა აღნიშნული აუდიომასალა დამონტაჟებულია.

დღის ამბები