20 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
უკრაინელი რეჟისორის პროტესტი თბილისურ კინოფესტივალს - მიხაილ ილენკომ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა

ცნობილმა უკრაინელმა რეჟისორმა თბილისში მიმდინარე კინოფესტივალში მონაწილეობაზე უარი თქვა და ფილმიც გაიწვია.

მიხაილ ილენკოს პროტესტის მიზეზებს შორის არის ფესტივალის პროგრამა და რუსეთის მიერ განხორციელებული ყირიმის ანექსია.

ფესტივალის ფარგლებში პუტინთან დაახლოებული რუსი რეჟისორის სტანისლავ გოვორუხინის ფილმის ჩვენება დღეს გაიმართა.

თბილისში მიმდინარე რუსულმა კინოფესტივალმა სახელწოდება წინა ოთხი წლისგან განსხვავებით წელს პირველად შეიცვალა. თუმცა თბილისის ღია კინოფორუმზე მისული მაყურებლის ნაწილი ამ ჩვენებების მთავარ მიზანს ისევ რუსულ კულტურასთან დაახლოებაში ხედავს.

ხელოვნებისა და კულტურათაშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდში ღონისძიების სახელწოდების შეცვლას მონაწილე ქვეყნების დამატებით ასაბუთებენ.

ფესტივალი ნაწილობრივ თბილისის ბიუჯეტიდან ფინანასდება. უკრაინელი რეჟისორის პროტესტი უხერხულობას არც მერიაში უქმნით.

კინოკრიტიკოსების თქმით, ფესტივალის სახელწოდებს შეცვლის მიუხედავად, ღონისძიება რუსულ პროპაგანდას ემსახურება.

 

ავტორები: ელისო ჯარიაშვილი

დღის ამბები