5 მილიონ 500 ათასი ლარი - სწორედ ამ რაოდენობის თანხა უნდა მიიღოს კომპანია არენა მშენმა დედაქალაქის მარცხენა საპაროზე დაზიანებული ქუჩების შესაკეთებლად. თავად კომპანიის თანამშრომლები დღეს ვერ იხსენებდნენ ვინ არის ამჟამად მათი დირექტორი. რადგან ხელმძღვანელობა არენამშენში ხშირად იცვლება. ერთი დღით მათი უფროსი სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძეც იყო.
ამჟამად კომპანია შალვა გოგოლაძის ძმას ეკუთვნის. არენა მშენმა მერიის ტენდერი მოიგო და ქუჩებიც გადათხარა. სწორედ აქ დასრულდა მათი მუშაობა, რადგან უკვე რამდენიმე კვირაა გზები მიტოვებულია და შესაბამისად ტრანსპორტის გადაადგილება დაზიანებულ უბნებზე მძღოლებს და მგზავრებს მხოლოდ ნერვების და დიდი დროის ფასად უხდებათ.
მერია კი მისივე აყვანილი კონტრაქტორების გამო დღეს თავის მართლების რეჟიმშია გადასული.
ავტორი: ეკა გაგუა