20 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
"ამ განჩინებას აქვს 2 სიტყვიანი შინაარსი - დიქტატურა დამყარდა," - ნიკა გვარამია ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე საუბრობს

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამ წუთებში საგანგებო ბრიფინგს მართავს და მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებას აფასებს. 

„მე ხელში მიჭირავს მოსამართლედ წოდებული ზონდერის თამაზ ურთმელიძის მიერ 1 საათში დაწერილი 17 გვერდიანი განჩინება. ამ განჩინებას აქვს 2 სიტყვიანი შინაარსი-დიქტატურა დამყარდა. საქართველო იმყოფება ჭკუიდან გადამცადრი რუსი ოლიგარქის დიქტატურის ქვეშ. ამ გადაწყვეტილებით ურთმელიძემ საქართველოში დაასრულა ის მინიმალური დემოკრატიის ნიშნებიც კი, რაც ქვეყანას ჰქონდა. საქართველოში დასრულდა არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია, სამამრთლო ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოკლა ევროატლანტიკური პერსპექტივა, სრულიად შეუძლებელია ჩვენი ევროინტეგრაცია,“-აცხადებს ნიკა გვარამია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები