20 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
ეს გადაწყვეტილება არის სახელმწიფო გადატრიალების საფუძველი - ნიკა გვარამია ურთმელიძის განჩინების შესახებ

"ეს გადაწყვეტილება არის სახელმწიფო გადატრიალების საფუძველი," - ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგის დროს გააკეთა. 

"გადაწყვეტილება სრულიად უკანონოა. ეს არის სახელმწიფო გადატრიალების საფუძველი, ოღონდ ამას ჩვენ კი არ ვაწყობთ, ამას აწყობს ხელისუფლება. სახელმწიფო გადატრიალება არის ხელისუფლების მითვისების ნებისმიერი აქტი. ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ამ გადაწყვეტილებით ითვისებს ხელისუფლებას.

"ეს ხელისუფლება დასრულდება 2016 წელს. ამ გადაწყვეტილებაში ჩართულია პარლამენტი, მთავრობა და სასამართლო. სამწუხაროდ, მოსამართლე ურთელიძემ სრულიად ტოქსიკური გახადა სასამართლო კორპუსი.

"ურთმელიძემ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა მოუწყო საქართველოში სიტყვის თავისუფელაბას და დემოკრატიას. ასევე, ქვეყნის ევროატლანტიკურ განვითარებას," - აცხადებს ნიკა გვარამია. 

ამ განცხადების შემდეგ რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა დეტალურად წაიკითხა ურთმელიძის განჩინებაში ჩაწერილი მუხლები. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები