მოსამართლე ურთელიძის განჩინების შესახებ ისაუბრა ტელეკომპანია იმედის ყოფილმა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და პოლიტიკოსმა გიორგი თარგამაძემ. მან მოსახლეობასაც მიმართა.
"ზოგადად რაც უფრო ახლოვდება ნოემბერი სამწუხაროდ 7 ნომბერი გვაგონდება. კვლავ მაქვს განცდა, რომ არა მხოლოდ მედიასივრცე და არა მხოლოდ რუსთავი 2, არამედ ქვეყანა საბედისწერო მიჯნას უახლოვდება. ეს საბედისწერო მიჯნა 2007 წლის 7 ნოემბერს გადალახეს და აღარ უნდა განმეორდეს. ეს მაშინ ძალიან მძიმე ფასად დაგვიჯდა.
ის, რომ ეს გადაწვყეტილება ურთმელიძის არ არის ეს ყველასთვის ნათელია. მე ვფიქრობ, რომ ურთმელიძეზე ძალიან ბევრ დროს ხარჯავთ. აქ ყველაფრის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, გეგმა A არსებობდა, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი ალტერნატიული მედია სივრცის შექმნას აპირებდა. ამის მცდელობა იყო 2030-ის დაარსება, მისი მონაწილეობაც გადაცემაში. ასევე ახალი სახეების გამოჩეკა. ივანიშვილი ამის შესახებ ბევრს საუბრობდა და მისი ყურმოჭრილი მისი მონები ძალიან ბევრნი აღმოჩნდნენ. მე მესმის ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების და მათი ხელმძღვანელობის განცხადებები, რომ დიქტატურა დამყარდა საქართველოში, მაგრამ ეს ვერ დამყარდება სანამ რუსთავი 2 ეთერშია და ტელეკომპანია კავკასია. კავკასია დღეს თქვენს გვერდით დგას, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება ბევრი რამ არ გაერთიანებთ. პოლიტიკური ფასის გადახდა ამ პროცესებზე ყველას მოგვიწევს.
მე არ ვარ პოლიტიკაში არც ლიდერი და არც პოლიტიკური პარტიის წევრი. პოლიტიკური პარტიის ლიდერები იპრანჭებიან და ამბობენ, რომ რუსთავი 2-ს ისინი არ დაიცავენ იმიტომ, რომ ის საკაშვილის ტელევიზიაა. თუ ისინი ვერ ხვდებიან თუ რუსთავი 2-ის გაჩუმებით რა მოხდება მაშინ გონებაშეზღუდულობასთან გვაქვს საქმე. თუ მათ ეშინიათ, რომ არ მოხდეს მათი ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირება მაშინ თავად იაქტიურონ. კეკლუცობის დრო არ არის. ნუ გონიათ რომ ვიღაც იხერიებს.
21-ე საუკუნეა. ინტერნეტი არსებობს და მოსახლეობის ინფორმირება მოხდება. ძალიან დრამატულია სიტუაცია. დარწმუნებული ვარ, არსებობს რაიმე სამართლებრივი პროცედურა ამ სიტუაციაში. იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო მოძებნის გზას და განმუხტავს ვითარებას. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, თუ როგორი იქნება მისი პოზიცია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია. გადამწყვეტი იქნება საზოგადოების სიფხიზლის ხარისხი. რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს მხარდაჭერას ვუცხადებ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რომელიც თქვენ გაქვთ,"- აცხადებს გიორგი თარგამაძე.