20 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
მაშინ, როდესაც იმედს არბევდნენ, რუსთავი 2 იყო ერთადერთი, ვინც ეს პირდაპირ ეთერში აჩვენა, ამ პროცესებს კი არავინ აჩვენებს - ელისო კილაძე

"ივანიშვილს, როგორც ჩანს, უყვარს სიმბოლოები. ხვალ 7 ნოემბერია," - ეს განცხადება გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქტორმა რუსთავი2-ის ეთერში გააკეთა.

კილაძემ ტელეკომპანია იმედის მოქმედ ხელმძღვანელებს მიმართა. 

"მაშინ, როცა იმედს არბევდნენ რუსთავი2 იყო ერთადერთი, ვინც ეს პირდაპირ ეთერში აჩვენა. ამ პროცესებს კი არავინ აჩვენებს," - აღნიშნა ელისო კილაძემ და ჟურნალისტებს კოლეგიალურობისკენ მოუწოდა.

"ის, რომ საქართველოში თემიდა სრულად დაბრმავდა, ურთმელიძის ამ გადაწყვეტილებამ ნათლად აჩვენა. მგონია, რომ სამართლებრივად არამხოლოდ ხელისუფლება, სახელმწიფო გავიდა. საკონსტიტუციო სასამართლომ მათი იმიჯი გადაარჩინა, მაგრამ ხელისუფლება ამას ვერ მიხვდა. ამ გადაწყვეტილებას სამართალთან კავშირი არა აქვს.

"ძალიან ვწუხვარ, რომ 2012 წელს მე თქვენ დაგიჭირეთ მხარი იმ იმედით, რომ თქვენ არ გაიმეორებდით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების შეცდომებს.  ყველაფერი მოხდა თქვენი ხელისუფლების 3 წლის თავზე. სიმბოლები უყვარს ივანიშვილს. ხვალ 7 ნოემბერია, როცა წინა ხელისუფლებამ იმედი დაარბია. რევაზ საყევარიშვილი 2007 წელს იმედში მუშაობდა და აპროტესტებდა, რომ მას დაურღვიეს სიტყვის თავისუფლება და ის დღეს ხელისუფლების დანაშაულების თანამზრახველია. დვალს იმდენად არ ენდობა ივანიშვილი, რომ დარაჯად საყევარიშვილი მოაყოლა. გაუგებარი სიტუაციაა შექმნილი. ეს ხელისუფლებისთვის არის ხარაკირი," - განაცხადა ელისო კილაძემ. 

 

 

 

 

 

დღის ამბები