28 მარტი 2025,   16:06
ვრცლად
ხაზარაძე და ჯაფარიძე ცდილობენ თავი აარიდონ იმ მხილებას, რომელიც მოუწევთ საზოგადოების წინაშე - დავით მათიკაშვილი "ლელოს" ლიდერების საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაბარების შესახებ
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ითანამშრომლებენ თუ არა ხაზარაძე-ჯაფარიძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. უმრავლესობის განცხადებით, უარი კომისიასთან თანამშრომლობაზე იქნება სისხლის სამართლის დანაშაული და მიღებული იქნება შესაბამისი ზომები.

      მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ყველა ვალდებულია დაემორჩილოს საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილებას.

      "ხაზარაძე და ჯაფარიძე ცდილობენ თავი აარიდონ იმ მხილებას, რომელიც მათ მოუწევთ საზოგადოების წინაშე, სადაც 2012 წლამდე მოქმედ სადისტურ რეჟიმთან ისინი პირდაპირი გზით თანამშრომლობდნენ და ხელს უწყობდნენ ამ რეჟიმის წარმატებას და იმ დანაშაულებრივი პროცესების წარმატებას, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებიდან მომდინარეობდა. არ არის ხაზარაძის და ჯაფარიძის ნებაზე დამოკიდებული საგამოძიებო კომისიის მუშაობა, ყველა ვალდებულია დაემორჩილოს კომისიის დავალებას", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

      შეგახსენებთ, დღეს განიხილება ბენზინგასამართი სადგურების ქსელის "მაგნატის" სავარაუდო უკანონო გზით ჩამორთმევის საქმე, სადაც თიბისი ბანკის სახელიც ფიგურირებს. კომპანია, რომლის ნავთობ იმპორტიორთა ბაზრის 10 პროცენტს ფლობდა, სააკაშვილის ხელისუფლების დროს მალევე დავით კეზერაშვილთან ასოცირებული ფირმის საკუთრება აღმოჩნდა. ყოფილ ბანკირებთან ერთად, დროებით კომისიას ჩვენება დაზარალებულმა ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემაც უნდა მისცეს.

      დღის ამბები
      მეტი