რამდენიმე წუთის წინ არასამთავრობო სექტორმა რუსთავი 2-თან დაკავშირებით 5 ნოემბერს სასამართლოს მიერ გამოტანილ დადგენილებაზე ერთობლივი განცხადება გაავრცელა. არასამთავრობო სექტორი საერთაშორისო მეგობრებსა და პარტნიორებს მოუწოდებს ეს საკითხი საქართველოს მთავრობასთან დაუყოვნებლივ და უმაღლეს დონეზე დააყენონ.
„ეს გადაწყვეტილება ნათელს ხდის იმ ფაქტს, რომ ბოლო დროინდელი გამიზნული თავდასხმები რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, რეალურად მიზნად ისახავს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას” - წერია განცხადებაში.
არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ეს ფაქტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაბათილებას ისახავს მიზნად, რომლის ძალითაც საკონსტიტუციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს ვერდიქტის დაუყოვნებლივი აღსრულება აკრძალა.
„რუსთავი 2-ის, როგორც კრიტიკული არხის შენარჩუნება ქართული დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე,” - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ავტორები არიან: საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, დემოკრატიული ინსტიტუტი, მედია განვითარების ფონდი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ატლანტიკური საბჭო, ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი, სამოქალაქო განათლების ფონდი და სხვა.