20 ნოემბერი 2024,   13:11
ვრცლად
"ჟურნალისტიკა თავისუფალი იქნება ჩემი ზემოქმედებისაგან" - ქიბარ ხალვაში

ქიბარ ხალვაში მოსამართლე ურთმელიძის გიშინდელი განჩინერბის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, სასამარლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, რომ გამარჯვებული იყო, მიუხედევად იმისა, რა იქნება საბოლოო შედეგი ყველა ინსტანციის შემდეგ.

"გამარჯვებული ვარ იმიტომ, რომ ჩვენი ბრძოლის მეთოდი განსხვავებულია სააკაშვილის ბრძოლის მეთოდთან, რომელიც ყველაფერს მიითვისებდა ტერორით, ძალადობით და შანტაჟით. ჩვენ მივმართეთ დავის ცივილიზებულ ფორმას," - აცხადებს ქიბარ ხალავში. 

მისიოვე ვგანმარტებით, უნდა მოხსნას კითხვები, თუ როგორი იქნება რუსთავი 2 მას შემდეგ, რაც ის გადავა საბოლოოდ მათ საკუთრებაში.

„მე დათო დვალთან ვილაპარაკე და შევთანხმდით, რომ ჩვენი კომპანია, გამარჯვების შემთხვევაში იქნება აუცილებლად პარიტეტულ საწყისებზე. ეს ჩემი კეთილი ნებაა. თუ სასამართლო ბოლოს ჩემს სასარგებლოდ დაადგენს ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს. კომპანიის მმართველობაში მონაწილეობას არ მივიღებ. ჟურნალისტიკა თავისუფალი იქნება ჩემი ზემოქმედებისაგან. ამ საქმიანობას წარმართავენ ისეთი პროფესიონალები, როგორიც დათო და რეზოა.“ - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა. 

კურიერის ჟურნალისტის კითხვაზე აქვს თუ არა კიდევ ქიბარ ხალვაშს ზონდერი ჟურნალისტების სია, მან უპასუხა, რომ ჟურნალისტი უნდა იყოს ობიექტური

„ალბათ არასწორად ვთქვი, ზონდერი შეიძლება ყურში მოგხვდათ, რადგან გავრცელებული ფრაზაა. არაობიექტურობას არ ექნება ადგილი. თქვენ თუ ობიექტურობის მომხრე ხართ, თავისუფალია თქვენი ადგილი, იმუშავეთ და მიაწოდეთ საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია. თქვენ არავის გაუთავისუფლებიხართ, კეთილი ინებეთ, იშრომეთ როგორც გაგეხარდებათ და იყავით ბედნიერები, ვინ გიშლით ხელს? „ - ასე უპასუხა ხალვაშმა ჟურნალისტის შეკითხვას.

 

 

დღის ამბები