20 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
რუსთავი 2-ის იურისტმა ქიბარ ხალვაშის განმარტებებზე შეფასება გააკეთა

ქიბარ ხალვაშის და რუსთავი 2-ის დროებითი მმართველების მიერ სპეციალურად გამართული ბრიფინგის შემდეგ, სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრა რუსთავი 2-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.

მან შეფასება გააკეთა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განმარტებასთან დაკავშირებით, სადაც ის საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრობს. პაატა სალიას განცხადებით, მათ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაურღვევიათ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცალცალკე განსხვავებული ნუმერაცია აქვს იმ ნორმას, რომელიც იქნა გამოყენებული 5 ნოემბრის განჩინებაში მოსამართლის მიერ. ხოლო, ის ნორმა, რომელიც კომპანიის იურისტებმა გაასაჩივრეს და საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, იყო სულ სხვა ნორმა ნუმერაციით, თუმცა, შინაარსობრივად ისინი დაკავშირებულია ერთმანეთთან და იდენტურია. შესაბამისად მურადაშვილის განმარტებით, დღევანდელი საკონსტიტუციო სარჩელი მიმართულია იმ მოთხოვნით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება გაფართოვდეს თავისი შინაარსობრივი გაგებით და გავრცელდეს იმ ნორმაზეც, რომელზეც მიუთითებდა მოსამართლე ურთმელიძე 5 ნოემბრის განჩინებაში. 

დღის ამბები