რესპუბლიკური პარტია ღამით მიღებულ გადაწყვეტილებებს ემიჯნება. ამის შესახებ განცხადებები დღეს რესპუბლიკური პარტიის წევრმა დეპუტატებმა გააკეთეს. დავით ბერძენიშვილი მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მან ხელისუფლებას "დათვური სამსახური გაუწია".
"ღამით მიღებული გადაწყვეტილებები ცუდ ასოციაციას იწვევს. მოვუწოდებ, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე საქალაქო სასამართლოს, რომ პოლიტიზირებაში არ ჩაერთონ. ეს უნდა იყოს სამართლის საკითხი და ეს არ უნდა ყოფილ და დღევანდელ ხელისუფლებას შორის ინსტრუმენტად გადანაწილების საკითხი. ძალიან სახიფათო ხასიათს იღებს ეს პროცესები. დღეს ხელისუფლებას ასეთი ურთმელიძისნაირი დათვური სამსახური არ სჭირდება, ჩვენ არ გვჭირდება კონტროლირებადი მოსამართლეები", - ამბობს დავით ბერძენიშვილი.
განსხვავებულია ლევან ბერძენიშვილის პოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ პროცესი სამართლებრივი სფეროდან არ გასულა და მოსამართლის გადაწყვეტილებების შეფასება არასწორია.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი